საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. მისი დაარსება 1852 წლით თარიღდება, როდესაც რუსეთის იმპერიის გეორგაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა.
ეროვნული მუზეუმი საქართველოს რვა ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმს აერთიანებს:
•ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
•შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
•გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
•ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტრის მუზეუმი (ქარვასლა)
•ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
•სამცხე-ჯავახეთის ისტრიული მუზეუმი
•სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი
•დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

მსოფლიო კლასის მუზეუმი ემსახურება სამეცნიერო კვლევებს, საგანმანალებლო და საზოგადოების შთამაგონებელ საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში.
მისია: საქართველოსა და სხვა ერების წარსულისა და აწმყოს, ასევე ბუნებრივი სამყაროს ძეგლების კვლევა, დაცვა, პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.